- Advertisement -

დიმიტრი ხუნდაძე: ჩემი პოზიცია არ შეიცვლება, ჩვენ საკმარისზე მეტი ვართ!

8

„ამოიღეთ სააგენტოებიდან ჩემი გაკეთებული განცხადებები ბოლო პერიოდამედე იმასთან დაკავშირებით, თუ როდის შეიძლება გადავიდეს ქვეყანა ამ სისტემაზე, რა რისკები არსებობს, არსებობს ჩემი, დეპუტატის პოზიციები. რაც შეეხება ხვალინდელ უმრავლესობის სხდომას, ჩემი მხრიდან პოზიცია არ შეიცვლება. ჩვენ საკმარისზე მეტი ვართ. დღეს აუცილებლად ჩავარდებოდა“,-ამბობს დიმიტრი ხუნდაძე.
ცნობისთვის, პარლამენტმა 2020 წელს პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით კენჭისყრა მეორედ გადადო. უმრავლესობის ინიციატივას მხარს არ უჭერს რამდენიმე მაჟორიტარი დეპუტატი, მათ შორის დიმიტრი ხუნდაძე.
როგორც დიმიტრი ხუნდაძემ აღნიშნა, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით კითხვები აქვს. მან არ გამორიცხა, რომ თუ კითხვებზე პასუხს ვერ მიიღებს, უმრავლესობა დატოვოს.
The post დიმიტრი ხუნდაძე: ჩემი პოზიცია არ შეიცვლება, ჩვენ საკმარისზე მეტი ვართ! appeared first on IPRESS.GE.

Comments
Loading...