- Advertisement -

“დინამოს” მიმდებარე ტერიტორია “თბილსერვის ჯგუფმა” დაასუფთავა (ფოტორეპორტაჟი)

608

დინამოს მიმდებარე ტერიტორიიდან უნებართვო გარევაჭრობის კონსტრუქციები აღებულია. ტერიტორია "თბილსერვის ჯგუფმა" დაასუფთავა და აქ გარემოვაჭრეებს საქმიანობის გაგრძელების უფლება აღარ მიეცემათ. 

ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფროსის გიორგი უკლებას თქმით, მოვაჭრეებს საშუალება ექნებათ,შეღავათიანი პირობებით, სხვადასხვა ბაზრებში გადანაწილდნენ.

დედაქალაქის მთავრობის მიერ ჩატარებული მოლაპარაკებების შედეგად გადაწყდა, რომ ბაზრობების ასოციაცია, შეღავათიანი პირობებით, 6 თვის ვადით, გარემოვაჭრეებს სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების მიზნით ადგილებს დაუთმობს.

გარემოვაჭრეებს საკუთარი პროდუქციის რეალიზაცია რკინიგზის სადგურსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე, დინამოს მიმდებარე ტერიტორიაზე, მეტროსადგურ დიდუბის მიმდებარე ტერიტორიაზე, ძველი დეზერტირების ბაზრის ადგილას აშენებული ახალი ბაზრის ტერიტორიასა და ისნისა და სამგორის ბაზრობებზე შეუძლიათ.

თბილისის მერიამ უნებართვო გარევაჭრობის წინააღმდეგ ღონისძიებების გატარება 19 მარტს, მეტრო „მარჯანიშვილის“ მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყო. უნებართვო გარევაჭრობის აკრძალვას გარემოვაჭრეთა პროტესტიც მოჰყვა. ისინი ამბობდნენ, რომ საქმიანობის შეჩერების შესახებ გაფრთხილება არ მიუღიათ. 

Comments
Loading...