- Advertisement -

დოდო გუგეშაშვილი: ჩემზე და ჩემს შვილზე თავდამსხმელი არ არის დაჭრლი

513

სამხედრო დაჯგუფება "მხედრიოსნის" ყოფილი წევრი, თადარიგის პოლკოვნიკი  დოდო გუგეშაშვილი აცხადებს, რომ მასსა და მის შვილზე თავდამსხმელს იცნობდა და მას რამდენჯერმე შეხვედრია.

მისივე თქმით, მას თავდამსხმელი არ დაუჭრია. ამის შესახებ გუგეშაშვილმა მაკა რაზმაძეს განუცხადა, რომელმაც ინტერვიუ "რეაქციისთვის" ჩაწერა.

"სახელი მითხრა ზურა, გვარი არ უთქვამს, ან მითხრა და არ მახსოვს. იმდენად უმნიშვნელო ტიპია რომ არც იცი გვარი მითხრა თუ არა. სამწუხაროდ, მე არასდროს მიფიქრია სიფრთხილის დაცვაზე. მე ის ჩვეულებრივად რამდენჯერმე სახლში შემოვუშვი. მახსოვს ის, რომ მესროლეს გულის არეში და მეგონა, რომ ჩემი ვაჟი უკვე სახლიდან გასული იყო, ასე არ აღმოჩნდა. მესროლეს მე და ესროლეს შვილს, მაგრამ სროლის მომენტი ჩემი შვილის მიმართ მე არ მინახავს. არვიცი არ ხდება, მაგრამ ხაზს ვუსვამ არ არის პოლიტიკა, არ არის ბიზნესი, არ არის ძველი დაპირისპირება. არცერთი არ არის. არ არის არც ფულიანი ბიზნესი, არც მსგავსი რამ. ამაში დარწმუნებული ვარ. იმ დღეს ჩვეულებრივად გავუღე კარი. მერე მესროლა, რამდენიმე წუთის მერე. ჩემთვის სრულიად მოულოდნელი იყო",- განაცხადა გუგეშაშვილმა.

ასევე, კითხვაზე დაჭრა თუ არა დოდო გუგეშაშვილმა თავდამსხმელი, გუგეშაშვილი პასუხობს, რომ არა.

"ტყულია, არ არის დაჭრილი",- აღნიშნა გუგეშაშვილმა.

7 თებერვალს თბილისში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში თავს დაესხნენ სამხედრო დაჯგუფება "მხედრიონის" ყოფილ წევრს, დოდო გუგეშაშვილს, რომელიც დაიჭრა ხოლო მისი შვილი ადგილზე გარდაიცვალა.

Comments
Loading...