- Advertisement -

დოლიძე: პარლამენტის თავმჯდომარის გამოსვლა შეურაცხმყოფელი თავდასხმებით იყო სავსე

559

კამათი პარლამენტში, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანსა და პარლამენტის თავმჯდომარეს შორის, ანა დოლიძის მიერ კობახიძის გამოსვლის შეფასებას მოჰყვა, რომელმაც ირაკლი კობახიძე პრეზიდენტის ადმინისტრაციის მისამართით, შეურაცხმყოფელი განცხადებების გაკეთებაში დაადანაშაულა. პარლამენტის თავმჯდომარემ დოლიძეს უთხრა რომ ის საჯარო მოხელეა და არ აქვს უფლება პოლემიკაში შევიდეს პოლიტიკური თანამდებობის პირთან.

"საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის გამოსვლა იმდენად სავსე იყო თავდასხმებით, შეუაცხყოფებით , დაუმსახურებელი და საკმაოდ ღირსებას მოკლებული კრიტიკით, რომ წესით სრულიად სახტად უნდა დავრჩენილიყავით ჩვენ მისი გამოსვლის შემდეგ,"-ასე მიმართა ანა დოლიძემ პარლამენტს რასაც თავმჯდომარემ უპასუხა.

კობახიძე- ქალბატონო ანა, თქვენ ხართ საჯარო მოსამსახურე და თუ შეიძლება სტანდარტები დაიცავით. რაც შეეხება შეურაცხყოფას მაგალითები უნდა მოიყვანოთ.

დოლიძე-თუმცა, ჩვენ იმდენად ვართ მიჩვეულ მსგავსი ტიპის დისკურსს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან რომ, ბუნებრივია არ ავყვებით ამ მცდელობაში.

კობახიძე-ისევ არღვევთ სტანდარტებს. საჯარო მოხელე პოლიტიკოსებზე არ საუბრობს. თქვენ უნდა ისაუბროთ იმ კანონპროექტის შინაარსზე და კონტრ არგუმენტებზე. თქვენ ხართ საჯარო მოხელე და არ შეიძლება პოლიტიკურ პოლემიკაში შემოხვიდეთ. წარმოადგინეთ არგუმენტები, რაც შეეხება პოლიტიკურ პასუხებს ეს არის პრეზიდენტის პრეროგატივა, რომელიც პოლიტიკოსია.

დოლიძე-ბატონო თავმჯდომარე, შეგახსენებთ, რომ მე გახლავართ საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენელი პარლამენტში.თქვენს მიერვე მიღებული კანონმდებლობით. მე გახლავართ პოლიტიკური თანამდებობის პირი, რომელიც ინიშნება და თავისუფლდება პრეზიდენტის მიერ.

კობახიძე-ტყულია ქალბატონო ანა. თქვენ იურისტი ხართ და იცით რომ არ ხართ პოლიტიკური თანამდებობის პირი, თქვენ ხართ საჯარო მოხელე.თუ არ გააგრძელებთ და გადახვალთ შინაარსობრივ განხილვაზე იძულებული ვიქნები შევწყვიტო ვეტოს განხილვა.

დოლიძე–ბატონო თავმჯდომარე თქვენივე რეფორმის მიხედვით თქვენ ამოიღეთ საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი საჯარო მოხელეთა ჩამონათვალიდან

კობახიძე-ტყუილია ტყუილი.

დოლიძე-მაშინ ჩავხედოთ კანონს

კობახიძე-საჯარო მოსამსახურე რომ პოლიტიკოსთან არ შედის პოლემიკაში, ეს არის ანა ბანა პოლიტიკის თეორიის. საჯარო მოსამსახურემ უდნა ისაუბროს კანონპროექტზე.

დოლიძე-ბატონო თავმჯდომარე, მსგავსი ტიპის შეურაცხმყოფელი საუბარი არ უდნა იყოს ჩვენი დისკურსის განუყოფელი ნაწილი.

Comments
Loading...