- Advertisement -

დოლიძე: პარლამენტი კიდევ ერთხელ უნდა დაფიქრდეს, სანამ თვითმმართველობის კანონს ხმას მიცემს

469

საქართველოს პარლამენტში კომიტეტებმა "საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსისა“ და "საარჩევნო კოდექსთან“ დაკავშირებით პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების განხილვა დაიწყო.

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები საპარლამენტო მდივანმა წარადგინა.

ანა დოლიძის განცხადებით, პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების მთავარი არსი ორივე კანონთან დაკავშირებით არის ის, რომ ეს კანონები აუარესებენ დემოკრატიის ხარისხს და წარმოადგენენ "ქართული ოცნების“ მიღწევების უკან შემოტრიალებას, განსაკუთრებით, თვითმმართველობის სფეროში.

"საქართველოს პარლამენტი კიდევ ერთხელ უნდა დაფიქრდეს, სანამ ხმას მიცემს ამ კანონს – ბუნებრივია, თვითმმართველობის კიდევ უფრო დაშორებას ხალხთან და ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაციის მიუკერძოებლობის დარღვევას, ანუ ცესკოში მმართველი პარტიის დომინირებას არ შეიძლება დემოკრატიულობის თვალსაზრისით კარგი შედეგი მოჰყვეს,” – აღნიშნა ანა დოლიძემ.

ანა დოლიძის განცხადებით, მოტივირებულ შენიშვნებში პრეზიდენტის მოსაზრება ეყრდნობა ძირითად კონსტიტუციურ ფასეულობებს.

"ის, რომ ხელისუფლების წყაროა ხალხი, რომ ხელისუფლების ვალია ხალხის მსახურება, ის რომ ხალხს უნდა მიეცეს საშუალება საკუთარი თავი მართოს თვითმმართველობის მეშვეობით, ეს ყველაფერი კონსტიტუციური პრინციპებია და პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები, სწორედ ამ კონსტიტუციური პრინციპებიდან ამოდის", – აღნიშნა ანა დოლიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას

Comments
Loading...