- Advertisement -

დოლიძე: პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილის პოზიციაა

394

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე ჟურნალისტებთან განმარტავს, რომ 6 პუნქტი, რომელიც წარმოდგენილია მოტივირებულ შენიშვნებში, სრულიად ეყრდნობა პარტიულ კონსესუსს. დოლიძის განცხადებით, ამ პუნქტებზე თანხმდება გარდა მმართველი პარტიისა.

"ეს არის მთლიანად ჩვენი პოლიტიკური სპექტრის 20 პოლიტიკური პარტიის მოსაზრებების ნაკრები, აქედან გამომდინარე ის გამოხატავს საქართველოს მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილის პოზიციას და რაც მთავარია, თავისებურად ახალ სახეს შესძენს კონსტიტუციას. ეს არ იქნება ერთი პარტიის კუთვნილი დოკუმენტი", – განაცხადა ანა დოლიძემ.

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის განცხადებით, ეს პრეზიდენტის მეათე ვეტოა.

Comments
Loading...