დღეს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის მეუღლესა და ადვოკატს შეხვდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ საქართველოს პრეზიდენტი მუხთარლის მეუღლესა და მის ადვოკატს დაპირდა, ამ საქმის მუდმივ მონიტირინგზე აყვანას დაპირდა.
"აფგან მუხთარლის გატაცება სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს ჩვენი სახელმწიფოსთვის, მისი სუვერენიტეტისთვის, მისი დემოკრატიულობისთვის, მისი ფასეულობებისთვის, იმიტომ რომ ეს არის სტუმარ-მასპინძლობის ქვეყანა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა კითხვაზე, რომელიც დაზარალებულ მხარეს აქვს და ოჯახს პასუხი გაეცეს დროულად. ეს კითხვებია რატომ აწარმოებს გამოძიებას შსს კვლავ, რატომ არ აქვს მის მეუღლეს დაზარალებულის სტატუსი და ძალიან ბევრი ეჭვია, რომელიც ოჯახს აქვს.
მნიშვნელოვანია, რომ გამოძიებამ იმუშაოს ისე, რომ ოჯახი დარწმუნდეს, რომ მისი ინტერესები დაცულია და რომ გამოძიება წარიმართება ეფექტურად, ჩვენი სახელმწიფოს ინტერესების სრული დაცვით.
საქართველოს პრეზიდენტი დაპირდა აფგან მუხთარლის მეუღლეს და მის ადვოკატს, რომ გვქენებოდა მუდმივი მონიტორინგი ამ საქმის განვითარების, მზად ვიყავით და ვიქნებით ინფორმაციის მისაღებად დაზარალებულის მხრიდან და რომ მუდმივად ჩართული ვიქნებით ამ საქმის მიმდინარეობაში, ვინაიდან და რადგანაც ეს საქმე ჩვენი ქვეყნის პრესტიჟულობის საკითხია",-განაცხადა ანა დოლიძემ.