- Advertisement -

დოლიძე: როგორც კი პარლამენტი დოკუმენტს გადმოაგზავნის, პრეზიდენტი გადაწყვეტილებას მიიღებს

380

დღეს პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი მესამე მოსმენით მიიღო.

ჟურნალისტის კითხვაზე დაადებს თუ არა პრეზიდენტი პარლამენტის მიერ დამტკიცებულ დოკუმენტს ვეტოს, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ უპასუხა: "ამ ეტაპზე ჩვენ ვერ შეგატყობინებთ პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, ვინაიდან ჩვენთვის ცნობილი არ არის იმ დოკუმენტის საბოლოო სახე. როგორც კი იქნება შემუშავებული საბოლოო რედაქცია და იქნება გადმოგზავნილი პრეზიდენტთან, ბუნებრივია პრეზიდენტი კონსტიტუციით დადგენილ ვადაში მიიღებს გადაწყვეტილებას". 

Comments
Loading...