- Advertisement -

დოლიძე: ჩემი ამოცანა იუსტიციის საბჭოს ხალხის წინაშე ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფა იქნება

353

პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის მიერ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრად წარადგენილი მისი საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე აცხადებს, რომ უმაღლეს საბჭოში მისი ერთ-ერთი ამოცანა სასამართლო ხელისუფლებისადმი ხალხის ნდობის ამაღლება იქნება.

"ჩემი ამოცანა უკავშირდება პრეზიდენტის მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს და უკავშირდება სასამართლოს ხელისუფლების და კონკრეტულად იუსტიციის საბჭოს მიმართ ნდობის ამაღლებას, რომელიც პირველ რიგში უნდა მოხდეს იუსტიციის საბჭოს გახსნილობით და ანგარიშვალდებულებით ხალხის წინაშე. საბჭოს დღეს აკრიტიკებენ ძალიან ხშირად, რომელიც არ არის შესაბამისად გახსნილი, ეს არის შესაბამისად ანგარიშვალდებული და ვფიქრობ, ერთ-ერთი ჩემი მთავარი ამოცანა უნდა იყოს ამ გახსნილობის და ხალხის წინაშე ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფა…..", – განაცხადა ანა დოლიძემ.

Comments
Loading...