- Advertisement -

დოლიძე: 1 ნოემბრის აქციაზე წარვადგინეთ და კენჭი ვუყარეთ მოთხოვნებს: სრულად აიკრძალოს აზარტული თამაშების რეკლამა

31

“მეგობრებო, 1 ნოემბრის აქციაზე წარვადგინეთ და კენჭი ვუყარეთ მოთხოვნებს: სრულად აიკრძალოს აზარტული თამაშების რეკლამა.
“2. აიკრძალოს და მაქსიმალურად აღსრულდეს აკრძალვა არასრულწლოვნების ჩართვისა აზარტულ თამაშებში 3. მაქსიმალურად შეიზღუდოს ონლაინ თამაშების ხელმისაწვდომობა და სასწრაფოდ დაწესდეს ცხელი ხაზი და პრევენციის პროგრამები 4. მთავრობამ წარმოადგინოს კაზინოების ტურისტულად მიზანშეწონილ ადგილებში გადატანის გრძელვადიანი გეგმა. შედგენილია ოფიციალური პეტიცია. 10000 ხელმოწერის შემთხვევაში მთავრობა ვალდებულია განიხილოს ეს საკითხები. როგორც კი გვექნება ონლაინ პლატფორმის მოდერატორის თანხმობა, დავიწყებთ ელექტრონული ხელმოწერების შეგროვებას და დაგვჭირდება მოხალისეები. მანამდე ვაგრძელებთ მუშაობას”, – წერს ანა დოლიძე.
The post დოლიძე: 1 ნოემბრის აქციაზე წარვადგინეთ და კენჭი ვუყარეთ მოთხოვნებს: სრულად აიკრძალოს აზარტული თამაშების რეკლამა appeared first on IPRESS.GE.

Comments
Loading...