“დროული დახმარება აღმოგვიჩინეს”- “ნენსკრა ჰიდრო” სვანეთში მექანიზაციის პროექტს წარმატებით ახორციელებს

22

ნენსკრა ჰესის საპროექტო კომპანიამ, სს “ნენსკრაჰიდრომ“ მესტიის მუნიციპალიტეტის სოფლებში ჭუბერსა და ნაკრაში მექანიზაციის პროექტის განხორციელება დაიწყო. პროექტი, რომელიც სოციალურ ხასიათს ატარებს, ადგილობრივი მაცხოვრებლების საჭიროებების შეფასების საფუძველზე, მესტიის მუნიციპალიტეტის მჭიდრო ჩართულობით ხორციელდება.

პროექტის ფარგლებში ადგილობრივ მოსახლეობას სასოფლო-სამეურნეო და მცირე ინფრასტრუქტურული სამუშაოების განხორციელებისთვის მძიმე ტექნიკით მომსახურება გაეწია. მექანიზაციის პროექტი კი სწორედ ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნის საფუძველზე განხორციელდა.

მექანიზაციის პროექტი საშუალებას აძლევს ნებისმიერ ცალკეულ მოსახლეს ან ჯგუფს, გამარტივებული პროცედურის გავლით მიმართოს კომპანიას, რომელიც მას მძიმე ტექნიკით გაუწევს მომსახურებას.

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილის, ნინო ვიბლიანს თქმით,მექანიზაციის პროექტი ადგილობრივი მოსახლეობის ინიციატივით განხორციელდა. კომპანია კი თავის მხრივ, უზრუნველყოფს მოსახლეობის მოთხოვნების მაქსიმალურად გათვალისწინებას.

-მექანიზაციის პროექტი მოსახლეობის მოთხოვნის საფუძველზე განხორციელდა. ადგილობრივ მოსახლეობას ჰქონდა სურვილი რომ დახმარებოდნენ მძიმე ტექნიკით. შესაბამისად, მე ვფიქრობ, მოთხოვნიდან გამომდინარე მოსახლეობა უკმაყოფილო არ უნდა იყოს. მათ რაც სჭირდებოდათ ის მომსახურება გაეწიათ კომპანიის მხრიდან. თითქმის ყველა მოსახლე ინფორმირებულია მექანიზაციის პროექტის შესახებ.

იმისთვის რომ ადგილობრივმა ისარგებლოს მექანიზაციის პროექტით საჭიროა მან დაწეროს განცხადება, შემდეგ მოდიან წარმომადგენლები ათვალიერებენ თუ რა სამუშაო უნდა ჩატარდეს, რა მოთხოვნა აქვთ, დგინდება რამდენი დღით სჭირდება ესა თუ ის ტექნიკა. რა შესაძლებლობის ფარგლებიც არსებობს კომპანიის მხრიდან, მიდიან და ეხმარებიან მოსახლეობას“,-განმარტავს ნინო ვიბლიანი.

როგორც „აიპრესსთან“ ჭუბერის გამგებელი გიორგი ჩხეტიანი განმარტავს,მექანიზაციის პროექტის განხორციელების საჭიროება გარკვეულწილად რეგიონში დატრიალებულმა სტიქიურმა მოვლენებმაც განაპირობა. კერძოდ, გასულ წელს, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭუბერში მომხდარმა წყალდიდობამ, რომლის შედეგადაც სოფელი ჭუბერი გზის მთავარ მაგისტრალს მოწყდა. დაინგრა ხიდები და რამდენიმე სახლი.

-მექანიზაციის პროექტი, რომელიც საზოგადოების დახმარებას გულისხმობს, ადგილობრივებისთვის დროულად ამოქმედდა. სტიქიურმა  მოვლენებმა  სოფელი და რა თქმა უნდა, მოსახლეობაც დააზარალა.

ყველას წინაშე იდგა მექანიზაციის განხორციელების საჭიროება. შესაბამისად, ადგილობრივებმა გამოთქვეს სურვილი იმ კომპანიას  გაეწია  მათთვის დახმარება, რომელიც ამ რეგიონში ოპერირებს და ატარებს გარკვეულ სამუშაოებს. მან ვინც ისარგებლა მექანიზაციის პროექტით ყველა  ძალიან კმაყოფილია.

გასულ წელს ჭუბერში დატრიალებულმა სტიქიურმა მოვლენამაც, კერძოდ წყალდიდობამ გამოიწვია, რა თქმა უნდა,  საჭიროება მექანიზაცია განხორციელებულიყო. ამ კონკრეტულ შემთხვევაში აღსანიშნავია რომ მოსახლეობის საჭიროებას რაც წარმოადგენდა „ნენსკრა ჰიდროს“ მიერ სრულად დაკმაყოფილებულია. “-ამბობს გამგებელი.

ამ ეტაპისთვის, მექანიზაციით დახმარების მოთხოვნით ჭუბერში 60 განაცხადია მიღებული. 60  განაცხადიდან 9 კოლექტიური, 51-კი ინდივიდუალურია. ამასთანავე, “ნენსკრა ჰიდროს”, მექანიზაციის პროექტის ფარგლებში  შესრულებული აქვს 20 მოთხოვნა.

მექანიზაციის პროექტის წარმატებით მიმდინარეობას აღნიშნავს ადგილობრივი არკადი სუბელიანიც.  ადგილობრივი მოსახლის თქმით, „ნენსკრაჰიდრომ“ მათ წინაშე არსებული ყველა პრობლემა მოაგვარა, სწორედ ამიტომ  გამოთქვამსიმედს რომ  მომავალშიკომპანიის მხრიდან მსგავსი ხასიათის სოციალურიპროექტები კვლავ გაგრძელდება.

-ჭუბერში მექანიზაციის განხორციელების ძალიან დიდი საჭიროება იყო. მე ვფიქრობ,  საბოლოო ჯამში, „ნენსკრა ჰიდროს“ მიერ,  ძალიან კარგი პროექტი შედგა.

როგორც  ჩემთვის ცნობილია, ყველამ  ვინც  მექანიზაციის პროექტით ისარგებლა კმაყოფილი და მადლიერია. მექანიზაციით სარგებლობისთვის  გასავლელი პროცედურებიც ძალიან მარტივია, განაცხადი უნდა შეიტანო, შემდეგ კი მოდის კომპანიიდან ტექნიკა დასახმარებლად. ჩვენ ისეთ ადგილას ვცხოვრობთ რომ ყველას  წინაშე იდგა  მექანიზაციით დახმარების აუცილებლობა. ძალიან ბევრი ადგილი  იყო გასაწმენდი. ეს პრობლემა კი  „ნესკრაჰიდრომ“ მექანიზაციის პროექტით ყველას მოუგვარა.

თუ კი რამე დაპირება იყო კომპანიის  მიერ ყველაფერი სრულდება, დიდი იმედი მაქვს გაგრძელება ექნება მსგავს პროექტებს. მე პირადად ძალიან კმაყოფილი ვარ.“,-ამბობს ადგილობრივი არკადი სუბელიანი.

აღსანიშნავია რომ კომპანიამ საგანგებოდ მექანიზაციის პროექტისთვის ათამდე ერთეული მძიმე ტექნიკა გამოჰყო. ტექნიკის ამა თუ იმ ერთეულის მომსახურებასთან დაკავშირებულ ხარჯებს „ნენსკრა ჰიდრო“ სრულად ფარავს.

ცნობისთვის, სს „ნენსკრა ჰიდრო“ კორეის წყლის რესურსების კორპორაცია K-water-ისა და სს „საპარტნიორო ფონდის“ თანამშრომლობის შედეგად 2015 წელს შეიქმნა. კომპანია მესტიის მუნიციპალიტეტში, მდინარეების ნენსკრასა და ნაკრას ხეობებში მაღალკაშხლიანი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას განახორციელებს. ჰიდროელექტროსადგური, რომლის დადგმული სიმძლავრე 280 მეგავატია, საქართველოს ყოველწლიურად 1’200.00 გვტ.სთ ელექტროენერგიას მიაწვდის. გამომუშავებული ელექტროენერგია მთლიანად ადგილობრივ ბაზარს მოხმარდება.

მასალა მოამზადა თეონა ციხიშვილმა.

 

Comments
Loading...