- Advertisement -

დღეს კახა კალაძის საარჩევნო შტაბი ოფიციალურად გაიხსნება

563

დღეს, 26 აგვისტოს, 19:00 საათზე ''ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატის კახა კალაძის საარჩევნო შტაბი ოფიციალურად გაიხსნება.

შტაბს პრემიერ-მინისტრი, პარტიის თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილი გახსნის. დღესვე, შტაბის ხელმძღვანელს წარადგენს თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე.

შტაბის მისამართია კოსტავას N14 (გამომცემლობა ''სამშობლოს'' ყოფილი შენობა).

შეგახსენებთ, რომ თვითმმართველობის არჩევნები 2017 წლის 21 ოქტომბერს გაიმართება.

Comments
Loading...