დღეს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მომხდარი 4 ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.
დაახლოებით 09:00-ზე სამეგრელოში, ხობის რაიონის სოფელ ხუთაში ავტოსაგზაო შემთხვევას 19 წლის ახალგაზრდა ემსხვერპლა.
შემდეგ დაახლოებით 12:00-ზე კახეთში, საგარეჯოს რაიონის სოფელ წყაროსთავთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 23 წლის მამაკაცი გარდაიცვალა.
დაახლოებით 16:00-ზე იმერეთში, ტყიბულში, ტყიბული-საწირეს მონაკვეთზე, ავტოავარიის შედეგად გარდაიცვალა 1 ადამიანი.
ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოყვა თერჯოლაშიც – გვიან ღამე 2 მოზარდი გარდაიცვალა.