- Advertisement -

ევროპარლამენტში საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭებაზე დოკუმენტს ხელი მოეწერა

779

 

ევროპარლამენტში საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის მინიჭებაზე დოკუმენტს ხელი დღეს, 1 მარტს მოეწერა.

ხელმოწერის ცერემონია თბილისის დროით 17:00 საათზე გაიმართა. ხელმოწერილი რეგულაცია 9 მარტს გამოქვეყნდება ოფიციალურ ჟურნალში და 20 დღეში ძალაში შევა თავისუფალი მიმოსვლა.

უვიზო რეჟიმი გულისხმობს თავისუფალ გადაადგილებას შენგენის ზონის ტერიტორიაზე, რომელიც მოიცავს ევროკავშირის 22 წევრ  ქვეყანას, ევროკავშირის 4 არაწევრ ქვეყანას და შენგენის 4 კანდიდატ ქვეყანას:

წევრი ქვეყნები: ავსტრია, ბელგია, გერმანია, დანია, ესპანეთი, ესტონეთი, იტალია, ლატვია, ლიტვა, ლუქსემბურგი, მალტა, ნიდერლანდები, პოლონეთი, პორტუგალია, საბერძნეთი, საფრანგეთი, სლოვენია, სლოვაკეთი, უნგრეთი, ფინეთი, შვედეთი, ჩეხეთი.

არაწევრი ქვეყნები: ისლანდია, ლიხტენშტეინი, ნორვეგია და შვეიცარია;

კანდიდატი ქვეყნები: ბულგარეთი, კვიპროსი, რუმინეთი, ხორვატია; 

გამონაკლისს წარმოადგენს ევროკავშირის 2 წევრი ქვეყანა: დიდი ბრიტანეთი და ირლანდია.

Comments
Loading...