- Advertisement -

ევროპის ჩემპიონატის ფინალში ოთხი ქართველი სამბისტი გავიდა

211

საბერძნეთის დედაქალაქ ათენში დღეს დაწყებულ სამბოს ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს ნაკრების ოთხი წევრი ფინალში გავიდა და ოქროს მედლისთვის იჭიდავებს.
ევროპირველობის პირველ საშეჯიბრო დღეს, დებიუტი მხოლოდ სალომე აბაშიძეს (60კგ) არ გამოუვიდა, დანარჩენი ოთხი სპორტსმენი – ნინო ოძელაშვილი, გივი ნადარეიშვილი, მინდია ლილუაშვილი და პაატა ღვინიაშვილი კი ფინალში არიან.

ფინალური ბლოკი, თბილისის დროით 18:30 საათზე დაიწყება

Comments
Loading...