- Advertisement -

“ევროპული საქართველოს” წევრი: თბილისის მერიაში ჩვენი პროექტი მოიწონეს

242

თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრმა დავით ჟღენტმა, თბილისის მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან გააკეთა განმარტება და განაცხადა, რომ აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებისათვის შესაბამისი ფინანსური დახმარებით უზრუნველყოფაზე ისაუბრეს.

"ჩვენ დღევანდელ მთავრობის სხდომაზე მივედით კონკრეტული წინადადებით და მოვითხოვეთ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხის მოგვარება, რაც არის აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებისათვის შესაბამისი ფინანსური დახმარებით უზრუნველყოფა. გავაცანით მათ ჩვენი პროექტი და მათი მხრიდანაც ჩვენმა პროექტმა მიიღო მოწონება. შეგვპირდნენ რომ მომავალ კვირაში მერის მოადგილე და საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი მოვლენ ჩვენთან საკრებულოში და ერთობლივად მივიღებთ აღნიშნულ პროექტში მონაწილეობას.

შესაბამისად, ჩვენ ველოდებით მათი მხრიდან მოსვლას. რაც მთავარია, ერთობლივად მიღებულ გადაწყვეტილებაში ჩვენ გვექნება მკაცრი მონიტორინგი და მკაცრი კონტროლი, რადგან ერთხელ და სამუდამოდ თბილისში არ არსებობდეს არც ერთი ოჯახი და არც ერთი ბავშვი, რომელიც ვერ მიიღებს შესაბამისი რეაბილიტაციის კურსს და მერიამ უნდა აიღოს შესაბამისად ფინანსური ვალდებულება, რომ ერთხელ და სამუდამოდ ეს ბავშვები იყვნენ უზრუნველყოფილები"- განაცხდა დავით ჟღენტმა.

Comments
Loading...