- Advertisement -

ევროპული საქართველო“ პრეზიდენტის მიერ მსჯავრდებულთა შეწყალების საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე, პარლამენტს დადგენილებით მიმართავს

9

დეპუტატებმა მოუწოდეს უმრავლესობას მხარი დაუჭირონ დადგენილებას, წინააღმდეგ შემთხვევაში მისი თქმით, უმრავლესიბასაც მოუწევს ,,პასუხისმგებლობის აღება სკანდალურ შეწყალებაზე,,.
,,ევროპულმა საქართველომ,, მიმართა ოფიციალურად საქართველოს გენერალურ ოროკურატურას გამოძიების დაწყების მოთხოვნით პრეზიდეტ ზურაბიშვილის მიერ შეწყალებული პირების საქმეზე. მოგეხსენებათ,რომ 28 აგვისტოს სკანდალური შეწყალებები  განხორციელდა პრეზიდენტ ზურაბიშვილის მიერ. მათ შორის შეიწყალეს უმძიმეს დანაშაულებში მხილებული პირები. შემდგომ,
ევროპულ საქართველოს მიაწოდეს ინფორმაცია,რომ შესაძლოა კორუფხიული სქემა ყოფილიყო ამ საქმეების უკან,რაზეც ჩვენ საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება მოვითხოვეთ.
სამწუხაროდ,გენერალურ პროკურატურას არ გადაუდგამს ნაბიჯები აღნიშნული შეტყობინების გამოსაძიებლად. დღემდე გამოკითხული არ არის აქტზე ხელმომწერი- პირი საქართველოს პრეზიდენტი , ამავე დროს პროლურატურას არ მოუწოდებია არავითარი შუალედური ინფორმაცია პარლამენტისა და საზოგადოებისთვის,როგორ
მიმდინარეობს გამოძიება. შესაბამისად, ჩვემ მოვითხოვთ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას. ვინაიდან,ნამდვილად არ ხორცირლდება ადეკვატური ქმედებები. ჩვენი გუნდი არეგისტრირებს პარლამენტის დადგენილების პროექტს,რომლის თანახმადაც, ვითხოვთ პრეზიდენტ ზურაბიშვილის მიერ 28 აგვისტოს მიღებულ შეწყალების აქტთან დაკავშირებით შეიქმნას
საპარლამენტო საგამოძიებო კომისია,რომელიც დაადგენს ყველა გარემოებას,რაც წინ უძღოდა შეწყალებებს. იყო თუ არა კომუნიკაცია პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და შეწყალებული პირების ოჯახებს შორის, იყო თუ არა კორუფციული სქემა აღნიშნულის უკან და რა კრიტერიუმებით შეარჩია შეწყალებული პირები;,-განაცხადა კახიძემ.
მან ასევე მოუწოდა უმრავლესობას მხარი დაუჭირონ დადგენილებას, წინააღმდეგ შემთხვევაში მისი თქმით, უმრავლესიბასაც მოუწევს ,,პასუხისმგებლობის აღება სკანდალურ შეწყალებაზე,,.
The post ევროპული საქართველო“ პრეზიდენტის მიერ მსჯავრდებულთა შეწყალების საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე, პარლამენტს დადგენილებით მიმართავს appeared first on IPRESS.GE.

Comments
Loading...