- Advertisement -

“ევროპული საქართველო” საერთშორისო სავაჭარო პალატის განცხადებაზე პრემიერისგან განმარტებებს ითხოვს

481

ევროპული საქართველო” საგანგაშოდ მიიჩნევს საერთაშორისო სავაჭრო პალატის ინფორმაციას უცხოურ კომპანიებზე თავდასხმებისა და იმ მხარეების შესახებ ვინც აღნიშნული თავდასხმების უკან დგას. 

“იმ პირობებში, როდესაც ქვეყნის ძირითადი პრობლემები საყოველთაო გაჭირვება, უმუშევრობა, ფასების ზრდა და დაბალი ეკონომიკური აქტივობაა, უცხოური ინვესტიციების მოზიდვას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ეკონომიკური ზრდის დასაჩქარებლად, ფასების დასასტაბილურებლად, სამუშაო ადგილების შესაქმნელად და სიღარიბის დასაძლევად,” – განაცხადა “ევროპული საქართველოს” წევრმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

ჭიაბერაშვილის თქმით, მთავრობა უნდა დაეთანხმოს ეკონომიკური ზრდის დაჩქარებაზე, უმუშევრობის შემცირებაზე, ფასების დასტაბილურებასა და მოქალაქეთა შემოსავლების ზრდაზეა ორიენტირებულ იმ პროგრამას, რომელიც “ევროპულმა საქართველომ” პარლამენტში წარადგინა.

“ქართული ოცნების” არაკომპეტენტური, გაუაზრებელი და საზიანო პოლიტიკის შედეგები უკვე ასახულია ეკონომიკური ზრდის შეფერხებაზე, შემოსავლების კლებაზე, იმაზე, რომ ბიზნეს-სექტორში არ იქმნება სამუშაო ადგილები. ამის დამატებით საქართველოში მოქმედ საერთშორისო კომპანიებზე იერიშის მიტანა და ამით ათობით პოტენციური ინვესტორის კიდევ უფრო დაფრთხობა აღრმავებს იმ კრიზისს, რაშიც ქვეყანა მილიარდერი ივანიშვილის არაფორმალურმა მმართველობამ შეიყვანა,” – აცხადებენ “ევროპულ საქართველოში”.

“ევროპული საქართველო” მოითხოვს პრემიერმა კვირიკაშვილმა გააკეთოს საჯარო განმარტება საერთშორისო სავაჭარო პალატის განცხადებაში აღნიშნულ პრობლემებთან დაკავშირებით.

საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარემ ფადი ასლიმ განაცხადა, რომ უცხოურ კომპანიებზე თავდასხმებს აქვს ადგილი. 

"ჩვენ ვერ ვიხსენებთ პერიოდს, განვლილი ოცი წლის განმავლობაში, როდესაც მსგავსი გამძაფრებული თავდასხმები ხორციელდებოდა უცხოურ ბიზნესებზე, სწორედ ეს განაპირობებს ჩვენს წუხილს. ჩვენს შეშფოთებას უფრო აღრმავებს ის ფაქტი, რომ მიმდინარე მოვლენების დაკვირვების შედეგად რჩება შთაბეჭდილება რომ მთავრობას არ შეუძლია ამ “უკონტროლო სუბიექტების” მიერ ბიზნესის მიმართ განხორციელებული თავდასხმების, რეკეტირების, ექსპროპრიაციისა და პარალიზების შემთხვევების შეჩერება.

გასული თვეების განმავლობაში, საერთაშორისო სავაჭრო პალატამ არაერთი შეხვედრა გამართა მთავრობის წარმომადგენლებთან; რომელთაგანაც მუდმივად ისმოდა დაპირება არსებული პრობლემების “გადაჭრის” თაობაზე; თუმცა თვეების გასვლის შემდეგ, ვაცნობიერებთ, რომ პრობლემები კვლავ გადაუჭრელი რჩება.

ჩვენი დაკვირვებით, საქართველოში არსებობს ორი მმართველი ძალა: ერთის მხრივ, პოზიტიური და კონსტუქციული ძალა წარმოდგენილი პრემირ მინისტრისა, რამდენიმე მინისტრისა და მინისტრთა მოადგილეების სახით, რომლებიც ცდილობენ გააუმჯობესონ კანონმდებლობა და ხელი შეუწყონ საქართველოს პოპულარიზაციას; მეორეს მხრივ კი, არსებობს ნეგატიური და დესტრუქციული ძალა როგორც სახელმწიფო სტრუქტურებში, ასევე მათ გარეთ – ე.წ. “უკონტროლო სუბიექტები”, რომლებიც არ ექვემდებარებიან საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელს და არც მთავრობას აქვს მათზე კონტროლის შესაძლებლობა",-აღნიშნულია ფადი ასლის განცხადებაში. 

Comments
Loading...