- Advertisement -

“ევროპული საქართველო” ხვალ მერობის კანდიდატს დაასახელებს

539

„ევროპული საქართველო" ხვალ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეს, გენერალურ მდივანს და პარტიის თავმჯდომარეს აირჩევს. ხვალვე დასახელდება მერობის კანდიდატიც.

"ევროპული საქართველო ერთადერთი ალტერნატივა ქართული ოცნების. პარტია, რომელსაც აქვს უნარი აიღოს პასუხისმგებლობა, გამოიყვანოს ქართული ეკონომიკა კრიზისიდან, ის პრობლემები, რომელიც ქართული ოცნების მმართველობამ შეგვიქმნა გამოასწოროს და ეტაპობრივად მოიტანოს კეთილდღეობა ჩვენი ხალხისთვის. რაც მთავარია, ევროპული საქართველოს მთავარი ამოცანა ქართული ოცნების და ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის დამარცხებაა მშვიდობიანი გზით, ყოველგვარი ქვეყნის რყევისა და ნგრევის გარეშე. ეს არის პრინციპული საკითხები და ეს საკითხები იქნება გაშლილი ხვალ",-განაცხადა გიგი უგულავამ. 

Comments
Loading...