- Advertisement -

“ევროპულმა საქართველომ” პარლამენტის სხდომა დატოვა, სადაც კონსტიტუციურ პროექტს განიხილავენ

355

"ევროპუმა საქართველომ" პარლამენტის სხდომათა დარბაზი დატოვა. სხდომაზე საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს განიხილავენ.

"ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ ილუზია ნუ გექნებათ, რომ ამ ფარსში ჩვენ მონაწილეობას მივიღებთ და თქვენ წერტილ-მძიმეზე გაგესაუბრებით. მოითმინეთ ცოტახანი და მიიღეთ ის, რასაც ნამდვილად იმსახურებთ. 

ყველანაირი ხელისუფლება არსებობს, ნებისმიერი ხელისუფლება უშვებს შეცდომას, ნებისმიერი პოლიტიკოსი უშვებს შეცდომებს, დეპუტატები უშვებენ შეცდომებს, ეს ნორმალურია, ჩვენც დაგვიშვია შეცდომები, მაგრამ დგება რაღაც კრიტიკული მომენტები, როდესაც ვეხებით ქვეყნის განვითარების ფუნდამენტურ საკითხებს, ეს არის არჩევნები და საშუალება რომ მშვიდობიანი არჩევნების გზით იცვლებოდეს ხელისუფლებები, და ეს არის კონსტიტუცია. კონსტიტუცია არ არის თქვენი პარტიის ცხოვრების წესი, თვენი პარტიის მომავლის დოკუმენტი, კონსტიტუცია არის ქვეყნის განვითარების ფუნდამენტური თამაშის წესები. აქ თქვენ არ გაქვთ უფლება, კონსტიტუცია თქვენ თავზე მოირგოთ. თქვენ ყველა სათითაოდ ხართ პასუხისმგებელი ქვეყნის წინაშე,თქვენ აზიანებთ ქვეყანას“, – განაცხადა დარბაზის დატოვებამდე "ევროპული საქართველოს" წევრმა ელენე ხოშტარიამ.

ცნობისთვის, პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს მესამე მოსმენით კენჭი უნდა უყაროს. 

Comments
Loading...