- Advertisement -

ეკატერინე ტიკარაძე: ის რომ სოციალურად დაუცველ ოჯახებს შეუწყდათ დახმარება სიმართლეს არ შეესაბამება

24

„ის რომ სოციალურად დაუცველ ოჯახებს შეუწყდათ დახმარება სიმართლეს არ შეესაბამება“. – ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა განაცხადა. ინფორმაციას სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

ეკატერინე ტიკარაძის თქმით, სოციალურად დაუცველ პირებს განემარტათ, რომ დახმარების ჩარიცხვის შეჩერება დროებით, გადამოწმების მიზნით მოხდა.
„მათთან მოხდა იმის განმარტება, რომ ეს არის ოთხ წლიანი ციკლი და საქმის კურსში არიან, იმ შემთხვევაში თუ სოციალურად დაუცველ ოჯახს ეკუთვნის დახმარება ეს განაცდური თვეები მათ აუნაზღაურდებათ გადამოწმების შემდეგ. გეგმიური გადამოწმება აგვისტოს თვეში დაიწყო და ყოველ 4 წელიწადში მეორდება. მიზნობრივ ჯგუფებს ისევ დაენიშნებათ დახმარება“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
The post ეკატერინე ტიკარაძე: ის რომ სოციალურად დაუცველ ოჯახებს შეუწყდათ დახმარება სიმართლეს არ შეესაბამება appeared first on IPRESS.GE.

Comments
Loading...