თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო კოლეგიის მოსამართლე ქეთევან კუჭავამ ნაწილობრივ დააკმაყოფილა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას საჩივარი.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელ დეპუტატს, ალეკო ელისაშვილს ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გადაცემა "არჩევანის" ეთერით გავრცელებული ინფორმაციის უარყოფა და 1000 ლარის ოდენობით მორალური ზიანის ანაზღაურება დააკისრა, – ამის შესახებ ინფორმაცია "აიპრესს" საქალაქო სასამართლოში დაუდასტურეს.