- Advertisement -

ეკა ბესელია: ბოდვაა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება დეპუტატის, ან მინისტრის დაწერილია

625

 

"ეს იყო ძალიან კომიკური და არასერიოზული პასაჟი, როდესაც თურმე სასამართლო გადაწყვეტილებას შეიძლება წერდეს დეპუტატი, ან მინისტრი. ეს არის სასოწარკვეთილი ადამიანების ძალიან უბადრუკი განცხადება",- ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი "ქართული ოცნებიდან", იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა ბესელია ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს. 

"უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის ცხრავე მოსამართლე, როდესაც ერთ პოზიციაზე დგება და იღებს გადაწყვეტილებას, რომ "რუსთავი 2" უნდა დაუბრუნდეს მის კანონიერ მესაკუთრეს, აქ კითხვებისა და ეჭვების გამოხატვა არის მხოლოდ და მხოლოდ იმ მხარის სივრცე, რომელიც ამ პროცესში თავს დამარცხებულად მიიჩნევს. 

ეს იყო ძალიან კომიკური და არასერიოზული პასაჟი, როდესაც თურმე სასამართლო გადაწყვეტილებას შეიძლება წერდეს დეპუტატი, ან მინისტრი. ეს არის სასოწარკვეთილი ადამიანების ძალიან უბადრუკი განცხადება. მე პასუხის ღირსადაც კი არ მიღირს ასეთი ტიპის ბოდვა",- განაცხადა ბესელიამ "რუსთავი 2"-თან.

ცნობისთვის, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, "რუსთავი 2" ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშს მიეკუთვნა. 

Comments
Loading...