- Advertisement -

ეკა ბესელია: გიორგი ბადაშვილი ძალოვანი უწყების სისტემაში იქნება

520

იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია აცხადებს, რომ საგამოძიებო სამსახურის უფროსი გიორგი ბადაშვილი ძალოვანი უწყების სისტემაში გადავა. 

"კონკრეტულად რომელ პოზიციაზე იქნება გიორგი ბადაშვილი წადგენილი ზუსტად ვერ გეტყვით, მაგრამ ის რომ ძალოვანი უწყების სისტემაში იქნება, ეს ინფორმაცია მაქვს",-განაცხადა ეკა ბესელიამ. 

მისი თქმით, ვინ დაიკავებს ბადაშვილის პოზიციას ინფორმაცია არ აქვს. 

შეგახსენებთ, საგამოძიებო სამსახურში აცხადებენ, რომ ფინანსთა სამინისტროს, საგამოძიებო სამსახურის უფროსის, გიორგი ბადაშვილის სხვა თანამდებობაზე გადასვლის საკითხი განიხილება. 

"ამ ეტაპზე, მოადგილეებთან ერთად თავის მოვალეობას ასრულებს. განიხილება მისი სხვა თანამდებობაზე გადასვლის საკითხი", – აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში. 

Comments
Loading...