- Advertisement -

ეკა ბესელია: მაუწყებლის შესახებ კანონზე საერთაშორისო ექსპერტების დასკვნა დადებითია

303

მაუწყებლის შესახებ კანონში ცვლილებების განხილვაში საერთაშორისო ექსპერტები ჩაერთნენ, რომელთა დასკვნაც არის დადებითი და ცვლილებების მხარდამჭერი"- ამის შესახებ ჟურნალისტებთან იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ განაცხადა.

ბესელიას თქმით, საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ კანონში ცვლილებების მომზადების პროცესი ერთი წელია მიმდინარეობს.

"ეს არის ერთ–ერთი ყველაზე ხანგრძლივი პროცესი და ვერავინ იტყვის, რომ არ ჰქონდა ამ პროცესში ჩართვის შესაძლებლობა. სამუშაო ჯგუფი მუშაობდა 6 თვის განმავლობაში და მათ შორის „საერთაშორისო გამჭვირვალობა–საქარველოს“ წარმომადგენლისგან სამუშაო ჯგუფის მუშაობის დასრულების შედეგ, მხოლოდ ერთხელ მივიღეთ მოსაზრება, იქამდე რაიმე წინადადება, ან იდეა არ მიგვიღია, თუმცა მათი იდეების განხილვაც მოხდა.

სხვათა შორის, წინასწარი ვერსია პროექტის არის მნიშვნელოვნად შეცვლილი. საერთაშორისო ექსპერტები ჩართვნენ ამ პროცესში და დასკვნა არის დადებითი და მხარდამჭერი ცვლილებების. საბოლოოდ, ის ცვლილებები, რაც ახლა არის მაუწყებლის კანონში მეორე მოსმენით მხარდაჭერილი პირდაპირ ეთანხმება ამ ცვლილებებს და არცერთ საერთაშორისო სტანდარტთან წინააღმდეგობაში არ მოდის. ამიტომ უნდა ვისაუბროთ არგუმენტირებულად და არა მხოლოდ სურვილებით, უნდა თქვან, კონკრეტუალდ რომელ პრინციპს არ ეთანხმებიან,“ – განაცხადა ბესელიამ.

Comments
Loading...