- Advertisement -

ეკა ბესელია: მახსოვს, რომ მეუფე იაკობი ბიძინა ივანიშვილის მოძღვარი იყო

13

ამის შესახებ  დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ მეუფე იაკობის განცხადებასთან დაკავშირებით ჟურნალისტების მიერ დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.
“საქმე სახელმწიფოსთვის ძალიან მგრძნობიარე და რთულ, მნიშვნელოვან საკითხს ეხება. მეუფე იაკობს ვიცნობ, მისი განწყობები და დამოკიდებულება ვიცი. იმ აზრისგან შორს ვარ, რომ რაღაც დავალებით მოქმედებს, ან კონკრეტული ამოცანით ვინმემ სთხოვა ან დაავალა, ან რაიმე სხვა მოტივაციით გადაწყვიტა ამ განცხადების გაკეთება. ის არის ქორეპისკოპოსი, იერარქიის ძალიან მაღალი სტატუსი აქვს. უნდა გავითვალისწინოთ, რომ მის ამ სიტყვებს განსაკუთრებულ მნიშვნელობას მისი სტატუსი სძენს. სწორად არ მიმაჩნია, რომ პარლამენტი უნდა გადაიქცეს ამ განცხადებების განხილვის, თუ ეპისკოპოსის დაბარების ადგილად. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სახელმწიფო და საჯარო ინტერესია. იქედან გამომდინარე, რომ საპატრიარქოსთან დაახლოებული მეც ვარ, მეუფე იაკობსაც ვიცნობ და შეიძლება, გარკვეული ინფორმაციის მატარებელიც ვარ, მიმაჩნია, ღია სივრცეში ამ თემებზე საუბარი საფრთხილოა”, -განაცხადა ეკა ბესელიამ.
შეგახსენებთ: ბოდბელი ეპისკოპოსის, მეუფე იაკობის მიერ ორი დღის წინ გაკეთებული განცხადებით, გიორგი კვირიკაშვილი, გიორგი გახარია და ვახტანგ გომელაური მას პატრიარქის გადაყენებაში დახმარებას სთხოვდნენ.
დღეს კი, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ბრძანებულების საფუძველზე ილია მეორემ მეუფე იაკობი პატრიარქის ქორეპისკოპოსის თანამდებობიდან გათავისუფლდა.
The post ეკა ბესელია: მახსოვს, რომ მეუფე იაკობი ბიძინა ივანიშვილის მოძღვარი იყო appeared first on IPRESS.GE.

Comments
Loading...