- Advertisement -

ეკა ბესელია მოსამართლეობის კანდიდატებზე: სერიალებად მიყვება, ვინ ვისზე უარესია

9

ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ  უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა და აღნიშნა, რომ პაატა სილაგაძის მოსმენა საპარლამენტო მოსმენების ისტორიაში უნდა შევიდეს, როგორც ნიმუში, რა შეიძლება დაინახო ყველაზე საშინელი სასამართლოში.
„სერიალებად მიყვება, ვინ ვისზე უარესია. თუ არ ჩავთვლით ერთი-ორ გამონაკლისს, მთლიანობაში სურათი მართლა კატასტროფულია. მათი უმეტესი ნაწილი უვადოდ არჩეული მოსამართლეა და ჩვენ ვნახეთ, რომ მათი კომპეტენცია, კვალიფიკაცია, კეთილსინდისიერება ვერ უძლებს ვერანაირ კრიტიკას. ბოლო, გუშინდელი მოსმენა, საერთოდ საპარლამენტო მოსმენების ისტორიაში უნდა შევიდეს, როგორც ნიმუში, რა შეიძლება საპარლამენტო ტრიბუნიდან სასამართლოში ყველაზე საშინელი დაინახო. რამდენად შეიძლება დაცემული იყოს სასამართლოში მოსამართლის სტანდარტი, ეს ჩვენ ვნახეთ გუშინ პაატა სილაგაძის მაგალითზე,”- განაცხადა ეკა ბესელიამ.
შეგახსენებთ, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დღეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, ნუგზარ სხირტლაძეს უსმენენ.
ცნობისთვის, პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენა 23 სექტემბერს დაიწყო.
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ საკანონმდებლო ორგანოს მოსამართლეობის 20 კანდიდატი წარუდგინა, მათგან პარლამენტმა უკვე 13-ს მოუსმინა.
The post ეკა ბესელია მოსამართლეობის კანდიდატებზე: სერიალებად მიყვება, ვინ ვისზე უარესია appeared first on IPRESS.GE.

Comments
Loading...