- Advertisement -

ეკა ბესელია: პრეზიდენტის გამოსვლა პარლამენტში პირობითად დებატების ფორმატში შედგება

601

იურდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას განცხადებით, პრეზიდენტის გამოსვლას პარლამენტში პირობითად დებატების ფორმატი ექნება. როგორც მან ტელეკომპანია "იმედთან" განაცხადა, გუნდის შიგნით ამ საკითხზე დამატებით კონსულტაცია გაიმართება და საბოლოოდ ჩმოყალიბდნებიან

"საბოლოოდ ჩამოვყალიბდებით გამოსვლის ფორმატზე, თანმიმდევრულობაზე, აქცენტებზე, ეს ჩვენი შიდა სამუშაო პროცესია. გარკვეული დებატების ფორმა, პირობითად დებატები, გარკვეული დისკუსია რაღაც ფორმატში პოლიტიკურ ჯგუფებში იქნება.

პარლამენტი რომელიც განსაზღვრავს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის ძირითად საფუძვლებს, ბუნებრივია, რომ ეს უნდა იყოს განმსაზღვრელი იმ მსჯელობის პროცესში, რომელიც გაიმართება, ჩვენთვის ეს არ არის სანახაობა, ჩვენთვის ეს არის კონსტიტუციით გათვალისწინებული პროცესი, როცა ყველა თავის მოვალეობას უნდა ასრულებდეს",-განაცხადა ეკა ბესელიამ. 

პრეზიდენტის გამოსვლა პარლამენტში 7 აპრილს არის დაგეგმილი. ცნობილია, რომ მას პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრება. 

Comments
Loading...