- Advertisement -

ეკა ბესელია: პროკურატურა აღმასრულებელი ხელისუფლების შემადგენლობიდან გავა

153

ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ კომიტეტის სხდომაზე განმარტა.

"პროკურატურა აღმასრულებელი ხელისუფლებიდან გადის და დამოუკიდებელი ორგანო ხდება. მას არც ერთ აღმსრულებელ შტოსთან ბმა არ ექნება. ერთადერთი, სადაც ბმა უნდა დავინახოთ, ეს არის პარლამენტი.

საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მთავარ პროკურორს გენერალური პროკურორი ეწოდება – ის წელიწადში ერთხელ მოვა პარლამენტში. გენერალური პროკურორის ანგარიში არ შეეხება კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეებს, მაგრამ შეება ტენდენციებს, მიმართულებებს და ანალიზს. ჩვენ ახლა ამაზე ვმუშაობთ",- განაცხად ეკა ბესელიამ

შეგახსენებთ, რომ პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე მთავარი პროკურორობის კანდიდატს შალვა თადუმაძეს უსმენენ. დღესვე რიგგარეშე სხდომა გაიმართება, სადაც დეპუტატები მის კანდიდატურას კენჭს უყრიან. 

Comments
Loading...