- Advertisement -

ეკა ბესელია: სასამართლო კანონმდებლის ფუნქციაში არ იჭრება

547

 

"სასამართლო ადგენს მხოლოდ სტანდარტებს და ის არ იჭრება კანონმდებლის ფუნქციაში, ისევე როგორც კანონმდებელი არ უნდა შეიჭრას სასამართლოს ფუნქციაში",- ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯსომარემ, ეკა ბესელიამ კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც პრეზიდენტის მიერ ე.წ ფარული მოსმენების შესახებ კანონპროექტზე ვეტოს დადებასა და მოტივირებულ შენიშვნებს განიხილავდნენ. 

ბესელიას თქმით, უმრავლესობა აბსოლუტურად არის დარწმუნებული, რომ კანონპროექტის შემუშავებული მოდელი სრულად შეესაბამება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას. 

"აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ეს მოდელი შეესაბამება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას. აც გადაწყვეტილება და არც კანონი არ იკითხება სიტყვასიტყვით. მას გაცილებით უფრო ფართო დიაპაზონში სჭირდება განზოგადება. ასევე უნდა ვიცოდეთ ისიც, რომ საკანონმდებლო ორგანოს ფუნქციაა, განსაზღვროს მოდელი, სისტემა და კონკრეტულად კანონმდებელმა განსაზღვროს, როგორ მიაჩნია მას მნიშვნელოვნად და საჭიროდ დაარეგულიროს ესა თუ ის პრობლემა. სასამართლო ადგენს მხოლოდ სტანდარტებს და ის არ იჭრება კანონმდებლის ფუნქციაში, ისევე როგორც კანონმდებელი არ უნდა შეიჭრას სასამართლოს ფუნქციაში. 

ჩვენ ვფიქრობთ, რომ ძალიან ბევრი არგუმენტი გვაქვს ჩვენი პოზიციის დასასაბუთებლად",- განაცხადა ბესელიამ.

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტის მიერ დამტკიცებულ "ფარული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ" კანონპროექტს ვეტო დაადო და საკანონმდებლო ორგანოს მოტივირებული შენიშვნები გაუგზავნა. პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა განიხილა, თუმცა მას მხარი არ დაუჭირა.

Comments
Loading...