- Advertisement -

ეკა ბესელია სახალხო დამცველის სარჩელზე: ვეთანხმები ამ კრიტიკას

17

როგორც ეკა ბესელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, მოსამართლეების მოსმენის პროცესმა აჩვენა, რომ ბევრი მოსამართლე ელემენტარულ კითხვებს ვერ სვამდა.
“არც მე მომწონს, რომ იუსტიციის საბჭო დასაბუთების გარეშე აგზავნის კანდიდატებს. ფარატინა ფურცელზე წერია გვარები, მაგრამ რატომ შეირჩა ეს 20 ადამიანი და არა რომელიმე სხვა, ამას არავითარი განმარტება არ ახლავს. ასეთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას, რომელსაც იუსტიციის საბჭო იღებს, ნამდვილად სჭირდება დასაბუთება, მით უფრო, როდესაც ასეთ უმნიშვნელოვანეს და უმაღლეს პოზიციებზეა საუბარი, როგორიც არის ბოლო ინსტანციის მოსამართლე, რომელიც შეიძლება უვადოდ იყოს არჩეული. ამიტომ, კრიტიკა, რომელიც ახლავს ამ პროცესს, ვეთანხმები ამ კრიტიკას და ვეთანხმები იმასაც, რომ უმაღლესმა საბჭომ სრულად უპასუხისმგებლო გადაწყვეტილება მიიღო საკუთარი ინტერესებისა და ლოიალობის მიხედვით გადაწყვიტა, ამ სიაში ვინ უნდა შეეყვანა და არა ის, ვინ იყო ამის ღირსი. პროცესმა აჩვენა, რომ ბევრი მოსამართლე ელემენტარულ კითხვებს ვერ სვამდა. სილაგაძის და კიდევ რამდენიმე მოსამართლის პასუხები საჩვენებლად დავტოვოთ და ვაჩვენოთ სტუდენტებს, როგორი არ შეიძლება იყოს მოსამართლე”-განაცხადა ეკა ბესელიამ.
სახალხო დამცველი მოსამართლეების შერჩევის წესის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს.
აღნიშნულის შესახებ ნინო ლომჯარიამ განცხადება დღეს გააკეთა.
The post ეკა ბესელია სახალხო დამცველის სარჩელზე: ვეთანხმები ამ კრიტიკას appeared first on IPRESS.GE.

Comments
Loading...