- Advertisement -

ეკა ბესელია: ტერორისტული დანაშაული ყველაზე რთული და მთავარი გამოწვევაა ყველა ქვეყნისთვის

313

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ეკა ბესელიას განცხადებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გუშინ ტერორიზმის საქმეზე მაღალი საჯარო ინტერესებიდან გამომდინარე შუალედური ინფორმაცია გაავრცელა.

"რა ფაქტებიც ჩათვალა საჭიროდ, რომელიც შესაძლებელია იყოს მიწოდებული საზოგადოებისთვის სწორედ იმიტომ, რომ კითხვებზე პასუხებიც არსებობდეს, ეს ინფორმაცია გახადა საჯარო. ამ შუალედური ინფორმაციით ჩანს კავშირები იმ პირებთან, რომლებიც სპეცოპერაციასთან იყვნენ დაკავშირებულები, რომელიც თბილისში ჩატარდა. ბუნებრივია, ტერორისტული დანაშაულებები არის ყველაზე რთული და დღეს ყველაზე მთავარი გამოწვევა ყველა ქვეყნისთვის. თუ ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ სახელმწიფოს შესაბამისი სტრუქტურები უნდა მუშაობდნენ გამართულად და ქვეყნის მოსახლეობას უნდა ჰქონდეს დაცვის ყველა მექანიზმის და ბერკეტი, მაშინამ სამსახურებსაც უნდა მივცეთ შესაძლებლობა მათ იმუშაონ და ჰქონდეთ შესაბამისი სამართლებრივი თუ პოლიტიკური გარანტიები იმისთვის, რომ ამ უსერიოზულეს გამოწვევებს უპასუხონ. მეორე მხრივ, რა თქმა უნდა, როდესაც კითხვები ისმევა, ამის დასმის უფლება აქვს ყველას, თუ ის არ ემსახურება ჩვენი სამსახურების იმიჯის შელახვას და დისკრედიტაციას. კითხვებზე პასუხებიც არსებობს, ეს შუალედური ინფორმაცია არის სწორედ ამ ეტაპზე დასმული კითხვების პასუხი", – აღნიშნა ეკა ბესელიამ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას დაჭრილ თემირლან მაჩალიკაშვილზე განცხადება გუშინ გაავრცელა. ოპერატიული-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მასალებით, დაკავებულთა და მოწმეთა ჩვენებებით გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილია დაკავებულ პირთა კავშირები ახმედ ჩატაევთან და ტერორიზმში ბრალდებული ჯგუფის სხვა წევრებთან.

ტერორიზმში ბრალდებულ ჯგუფთან კავშირზე მყოფი სხვა პირების გამოვლენის მიზნით საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.

გამოძიება 331- ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს. რაც ტერორიზმის დაფინანსებას , ტერორისტული საქმიანობის სხვაგვარ მატერიალურ მხარდაჭერას ან რესურსებით უზრუნველყოფას გულისხმობს, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. სასჯელის ზომად 17 დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", – ნათქვამია სუს-ის განცხადებაში. 

Comments
Loading...