- Advertisement -

ეკა გიგაური: პრეზიდენტი საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში უნდა ჩაერთოს

571

"ცხადია, რომ მიზანშეწონილი არ არის, რომ მხარეები ასეთი არაეთიკურ განცხადებებს აკეთებენ, როგორსაც ჩვენ ვხედავთ პარლამენტის წარმომადგენლების მხრიდან პრეზიდენტის მისამართით,“-განაცხადა საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს ხელმძღვანელმა ეკა გიგაურმა, პარლამენტის თავმჯდომარის მიერ გაკეთებულ კომენტარზე, რომელმაც პრეზიდენტს მოუწოდა, რომ გვერდზე გადადოს ვიწრო პოლიტიკური ინტერესები.

გიგაური მიიჩნევს, რომ პრეზიდენტი ჩართული უნდა იყოს საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში.

"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს პრეზიდენტი ჩაერთოს საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში, მათ შორის მისი წარმომადგენლები ჩაერთონ საერთო სახალხო განხილვებში, რომელიც ორგანიზებული იქნება საკონსტიტუციო კომისიის მიერ. ეს არის ის ფორმატი, ის სამართლებრივი ფორმატი, რომელიც დღეს ქვეყანაში არსებობს. ეს არის სწორი ფორმატი და ვფიქრობთ , რომ ამ ფორმატში მონაწილეობაზე უარი არ უნდა თქვას საქართველოს პრეზიდენტმა,“-განაცხადა ეკა გიგაურმა.

Comments
Loading...