"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური რუსთავი 2-ის საქმის შესახებ პრემიერმინისტრის მიერ გაკეთებულ განცხადებებს ეხმიანება.
"პრემიერს უნდა მიაწოდონ ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ კერძო დავები არ მიმდინარეობს სტრასბურგის სასამართლოში. ის რომ სტრასბურგმა გააგრძელა დროებითი ღონისძიებები იმას ნიშნავს, რომ მას არ აქვს ნდობა ჩვენი სასამართლო სისტემის მიმართ.
ყველანაირი საუბარი, რომ ეს არის კერძო დავა არასწორია, ამისი არ სჯერა უკვე არავის ამ ქვეყანაში",-განაცხადა ეკა გიგაურმა.