- Advertisement -

ეკა მიშველაძე: დემოკრატიას ძალიან დიდი საფრთხე ემუქრება, როდესაც არ ისმის კრიტიკული აზრი

624

 

პრეზიდენტის პრესსპიკერის, ეკა მიშველაძის განცხადებით, ქვეყნის დემოკრატიას ექმნება საფრთხე მაშინ, როდესაც არ ისმის განსხვავებული და კრიტიკული აზრი. ამის შესახებ მიშველაძემ "რუსთავი 2"-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას განაცხადა.

"ძალიან დიდი საფრთხე ემუქრება დემოკრატიას მაშინ, როდესაც ქვეყანაში არ ისმის განსხვავებული და კრიტიკული აზრი. ეს არის ჩემი, როგორც ჟურნალისტის, როგორც თქვენი კოლეგის მოსაზრება. უბრალოდ, არ შეიძლება არ ვიდგე ყოველთვის იქ, სადაც რაღაც ემუქრება თავისუფალ და განსხვავებულ აზრს",- განაცხადა მიშველაძემ.

Comments
Loading...