- Advertisement -

ეკა მიშველაძე: პარლამენტის თავმჯდომარის მიერ შემოთავაზებაზე მათგანვე მივიღეთ უარი

456

პრეზიდენტის პრესსპიკერის ეკა მიშველაძის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საკონსტიტუციო თემების განხილვასთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის შეთავაზება მიიღო.

„პრეზიდენტი პარლამენტის თავმჯდომარის მიერ შემოთავაზებულ წინადადებას დათანხმდა, რომ საზოგადოების- პოლიტიკური პარტიების, სამოქალაქო საზოგადოების წევრების, არასამთავრობო ორგანიზაციების, ექსპერტების წინაშე მომხდარიყო ამ საკონსტიტუციო თემების განხილვა, რაც პრეზიდენტის სასახლეში პირდაპირ ეთერში გაშუქდებოდა. უბრალოდ, გაუგებარი მიზეზით ჩვენ მათსავე შემოთავაზებაზე რატომღაც უარი მივიღეთ“, – აღნიშნა ეკა მიშველაძემ.

Comments
Loading...