- Advertisement -

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პოსტზე გიორგი ქობულია წარადგინეს

313

საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პოსტზე გიორგი ქობულია წარადგინა.

"გოგა გახლავთ ჩვენი ემიგრაციის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი. ის, ფაქტობრივად ორი ათწლეულია მუშაობს გლობალურ საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია – McKinsey-ში. იგი გახლავთ ამ ორგანიზაციის Senior Partner.

მინდა, ყველას შევახსენო, რომ McKinsey-ის სახელთან ასოცირდება მე-20 და 21-ე საუკუნის ტექნოლოგიური გარღვევების, მათ შორის მმართველობითი სისტემის დახვეწის ძალიან დიდი ნაწილი. მას აქვს ძალიან დიდი გამოცდილება ბევრ სექტორში, როგორიც არის ენერგეტიკა, ეკონომიკის სხვდასხვა სექტორის ინტეგრაცია გლობალურ ეკონომიკაში, კონკურენტუნარიანობის ამაღლება, შრომის ბაზარი და ბევრი სხვა. დარწმუნებული ვარ, ის მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს იმ რეფორმების ეფექტურად განხორციელებაში, რომელიც ჩვენ დავაანონსეთ და შეტანილია ჩვენს სამთავრობო პროგრამაში", – განაცხადა პრემიერმა  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პოსტზე გიორგი ქობულია წარადგენისას.

Comments
Loading...