- Advertisement -

ელენე ხოშტარია: აბსოლუტურად დაუშვებელია სპეცოპერაციის თემაზე ნიშნის მოგებით შეფასებები

332

"ხელისუფლებამაც თავი უნდა შეიკავოს რომ ოპოზიციასთან კინკლაობის თემად გახადოს ეს და ოპოზიციაც ძალიან პასუხისმგებლობით უნდა ვიყოთ, რომ ქულების ჩაწერაზე არ ვიყოთ ორიენტირებული", – ამის შესახებ, საპარლამენტო უმცირესობის ფრაქცია "ევროპული საქართველოს" წევრმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა.

"სპეცოპერაციის თემაზე აბსოლიტურად დაუშვებელია ნიშნის მოგებით შეფასებები ან პოლიტიკური სპეკულაციები. ხელისუფლებამაც თავი უნდა შეიკავოს რომ ოპოზიციასთან კინკლაობის თემად გახადოს ეს და ოპოზიციაც ძალიან პასუხისმგებლობით უნდა ვიყოთ, რომ ქულების ჩაწერაზე არ ვიყოთ ორიენტირებული.კითხვები რაც არის ძალიან ლეგიტიმური კითხვებია და საჭირო კითხვებია, რაზეც პასუხი უნდა გაეცეს.

ჯერ ფაქტები არ ვიცით რომ გავაკეთოთ სათანადო შეფასებები .რა ტიპის საფრთხესთან გვაქვს საქმე, რა ტიპის ჯგუფი იყო, როგორ შემოვდა ეს ჯგუფი და სამომავლოდ რამე საფრთხე ხომ არ არის . რაღაც ნაწილის საქმის შეიძლება ვერ გახდეს საჯარო უსაფრთხოებიდან გამომდინარე, მაგრამ ამ დონეზე არაფრის ცოდნა არ არის დამაკმაყოფილებელი არც საზოგადოებისითვის და არც ქვეყნისთვის" – აცხადებს ელენე ხოშტარია.

შეგახსენებთ, გუშინ, თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის მიერ ჩატარებული დაახლოებით 18 საათიანი სპეცოპერაცია,1 დაკავებულით, 3 ლიკვიდირებულით, 1 დაღუპულით და 4 დაჭრილითა დასრულდა.

Comments
Loading...