- Advertisement -

ელენე ხოშტარია: არ ვაპირებთ, ეს ქვეყანა ბიძინა ივანიშვილს დავუთმოთ! 

9

“ევროპული საქართველოს” წევრი, დეპუტატი ელენე ხოშტარია აცხადებს, რომ ქვეყანას პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს არ დაუთმობენ.
ყველგან დახვდებათ ადამინების რისხვა, პროტესტი. თქვენ ნახეთ, რომ გუშინ ქვეყნის სხვადასხვა წერტილში იყო პროტესტი. ეს არის საერთო განწყობა, რომ ჩვენ არ ვაპირებთ ეს ქვეყანა ბიძინა ივანიშვილს დავუთმოთ!
მათ არ ექნებათ იმის კომფორტი, ტყუილებისთვის, არჩევნების მსხვრევისთვის ხალხის წინააღმდეგ ნების სიარულისთვის შეიკრიბონ და ერთმანეთში რაღაც სისულელეები აკეთონ”, – განაცხადა ელენ ხოშტარიამ.
ცნობისთვის, რუსთაველის გამზირის ნაწილი ჯებირებით არის გადაკეტილი და ადგილზე კარვებია გაშლილი. აქციის მონაწილეები და პოლიტიკოსები დაშლას არ აპირებენ და პერმანენტულ აქციებს აანონსებენ. აქციის მონაწილეების ნაწილმა ღამე ღია ცის ქვეშ გაათია.
პარლამენტმა საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით კონსტიტუციურ კანონში ცვლილებები ჩააგდო. ამის საპასუხოდ, საქართველოს პარლამენტის შენობის წინ მასშტაბური აქციები დაანონსდა. აქციის მონაწილეები, პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილს საკონსტიტუციო კანონპროექტის ჩავარდნაში ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ არ დაიშლებიან. საპროტესტო აქციას სხვადასხვა ოპოზიციური პარტიები შეუერთდნენ.
The post ელენე ხოშტარია: არ ვაპირებთ, ეს ქვეყანა ბიძინა ივანიშვილს დავუთმოთ!  appeared first on IPRESS.GE.

Comments
Loading...