- Advertisement -

ელენე ხოშტარია: გირგვლიანის საქმის პოლიტიკურად გამოყენება ამორალურია!

337

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია მიხეილ სააკაშვილისთვის პატიმრობის შეფარდებაზე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
"წინა ხელისუფლებამ ხო მოვიჭერით თავი გირგვლიანის საქმეზე, ნამუსიც გავირეცხეთ და საფლავიც გამოვითხარეთ. ეხლა ესენი არიან უნამუსობის სპორტში ჩაბმულები. ამორალურია, პოლიტიკურ ზიანს რომ თავი დაანებო, გირგვლიანის საქმის პოლიტიკურად გამოყენება", – წერს ელენე ხოშტარია Facebook-ში.

შეგახსენებთ, პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და სანდრო გირგვლიანის საქმეზე მსჯავრდებული პირების შეწყალებისას სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე დამნაშავედ სცნო და გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მეორე ნაწილით. საქართველოს მესამე პრეზიდენტს სასამართლომ თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით შეუფარდა, ხოლო თანამდებობის დაკავების უფლება 1 წლითა და 2 თვის ვადით ჩამოერთვა.

Comments
Loading...