- Advertisement -

ელენე ხოშტარია: დევნილებთან დაკავშირებით ალტერნატიული კონცეფცია შევიმუშავეთ

702

"მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველოს" წევრის ელენე ხოშტარიას განცხადებით, ხელისუფლებას და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს განზრახული აქვს შემწეობის ისეთი რეფორმის განხორციელება, რომელიც დიდი დარტყმა იქნება კონფლიქტის და დევნილთა სოციალური მდგომარეობის მოგვარებისთვის. ამიტომ როგორც ხოშტარია აცხადებს, მათ შეიმუშავეს ალტერნატიული კონცეფცია.

"ეს გამორიცხავს დევნილთა რაოდენობის შემცირებას და აუმჯობესებს მათ სოციალურ მდგომარეობას. კერძოდ, პოლიტიკური სტატუსის მინიჭება მოხდება ავტომატურად ხელისუფლების მხრიდან, ასევე გაიზრდება დევნილთა შემწეობა 60 ლარამდე, რომლის მიღების ზღვარი 1500 ლარამდე იქნება და მას მიიღებენ ასევე სოციალურ დახმარებასთან ერთად",-აცხადებს ელენე ხოშტარია. 

Comments
Loading...