- Advertisement -

ელენე ხოშტარია: ელიავაზე ტერიტორია დაზღვეული იყო, ცალკე ბიზნესები არა

462

ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში წერს, რომ ელიავას ბაზრობაზე ზარალი დაახლოებით მილიონი ლარია. ხოშტარია წერს, რომ დაზღვეული ტერიტორია იყო, ხოლო ბიზნესები არა. ამ ინფორმაციას ელენე ხოშტარია დაზარალებულებთან შეხვედრის შემდეგ ავრცელებს.

"დაზარალებულებთან შეხვედრის შედეგად იკვეთება ასეთი სურათი:

– დაზიანებულია დაახლოებით 30 მაღაზია
– 22 მფლობელი
– თითო მაღაზიის ზარალი საშუალოდ 50-დან 100 ათასამდე, დაახლოებით მილიონი საერთო ზარალი
– ტერიტორია დაზღვეული იყო, ცალკე ბიზნესები არა
რა უნდა გაკეთდეს:

– სასწრაფო აღრიცხვა ზარალის
– დახმარება, როგორც ბიუჯეტიდან ასევე ბანკებთან შუამდგომლობა

ერთ-ერთი ყველაზე დიდი წუხილი რამდენიმე მფლობელს ქონდა ბანკის ვალების და ეშინოდა მარტო არ დავრჩეთ ამ ვალებთანო

– გამოძიება რა მოხდა (მეათე ხანძარია, უნდა დადგინდეს მიზეზები). გამოძიების დროულად დასრულება ასევე მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ სადაზღვეოებმა დროულად აანაზღაურონ ზიანი",-წერს ელენე ხოშტარია.

Comments
Loading...