- Advertisement -

ელენე ხოშტარია: კითხვები გვაქვს მაგრამ დღეს გამიზნულად არ დავსვით

417

"დღეს ჩვენ კითხვები გამიზნულად არ დავსვით, იმიტომ რომ დღეს არის კონსოლიდაციის და საქმის კეთების დრო,"-განაცხადა ფრაქცია ,,ევროპული საქართველოს" წევრმა ელენე ხოშტარიამ. მისი თქმით ახლა მთავარი ხანძრის ლოკალიზებაა.

"დღეს მთავარი ამოცანაა მიუხედავად პოლიტიკური კუთვნილებისა , რომ ეს ხანძარი ჩავაქროთ და რა თქმა უდნა, ამის შემდეგ ჩვენ სერიოზულად უნდა ვიმსჯელოთ მიზეზებზე, რეაგირების მექანიზმებზე და ზოგადად რა უნდა გავაუმჯობესოთ. რაშია პრობლემა და ა.შ დღეს მე პრინციპულად მიმაჩნია, რომ არასწორია ამ კითხვებზე საუბარი სანამ არ მოვიშორებთ ამ პრობლემას,"-განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

Comments
Loading...