- Advertisement -

ელენე ხოშტარია: მილიონი ხის ნაცვლად მილიონი ხის ჯოხი შეგვრჩა

461

"ასიათასობით ლარი იხარჯება, იმ ზომის ნერგების შესაძენად, რომელთა გახარება პრაქტიკულად შეუძლებელია, მილიონი ხის ნაცვლად მილიონი ხის ჯოხი შეგვრჩა", -ეს განცხადება "ევროპული საქართველოს" თბილისის მერობის კანდიდატმა ელენე ხოშტარიამ დენდროლოგიურ პარკში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

„მილიონი ხის“ პროექტის ფარგლებში თბილისის მერიის ინფორმაციით, დედაქალაქში სულ 640 000 ძირი სხვადასახვა სახეობის ნერგია დარგული. მათივე ინფორმაციით, თბილისში „მილიონი ხის“ პროექტის დაწყებიდან დარგული ნერგების 75% 2014-2015 წლებში დაირგო. ნერგების დიდი ნაწილი დენდროლოგიურ პარკსა და მის მიმდებარედ უნდა დარგულიყო. თუმცა, არსებული ინფორმაციით, დენდროლოგიურ პარკში დარგული ხეების უმრავლესობა დარგვიდან ერთი წლის თავზე უკვე გამხმარი იყო.

ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, „მილიონი ხის“ პროექტის ფარგლებში დენდროლოგიურ პარკში 41 371 ნერგია დარგული, ხელშეკრულებების მიხედვით კი, დენდროლოგიურ პარკში და მის მიმდებარედ დასარგავად მერიამ 315 720 ნერგი შეისყიდა. სად დაირგო 268 349 ნერგი არ არის ცნობილი.

2016 წელს გამწვანების ღონისძიებებისთვის დედაქალაქის ბიუჯეტში 900 000 ლარი გამოიყო და 180 000 ნერგი იქნა შეძენილი. 2017 წელს გამწვანების ღონისძიებებისთვის თბილისის ბიუჯეტში 946 000 ლარია გათვალისწინებული. ცნობისთვის, 2014 წელს ერთი ხელშეკრულების ფარგლებში, 269 100 ნერგში მერიას 270 700 ლარი გადაიხადა, ერთ ნერგში საშუალოდ 1 ლარი, 2017 წლის მონაცემებით 20 000 ნერგის საყიდლად 507 000 ლარია გათვალისწინებული, ანუ ერთი ნერგის შესასყიდად საშუალოდ 25.35 ლარი", – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

Comments
Loading...