- Advertisement -

ელენე ხოშტარია: მინისტრები და ევა გოცირიძე ფაქტიურად მუქარის გზავნილს აკეთებენ

695

"უნდა გვესმოდეს, რომ მოვყვებით სრულ იზოლაციაში თუ სტრასბურგის გადაწყვეტილებას, ამ წითელ ხაზსაც გადავკვეთთ",-ამის შესახებ "მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველოს" წევრმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა.

"ეს არის არამხოლოდ ევა გოცირიძის განცხადება. ჩვენ ვხედავთ მთავრობის მაღალი დონის წარმომადგენლების განცხადებების მწკრივს, რომლებიც ფაქტიურად, ჯერ ერთი იტყუებიან იმიტომ, რომ იძახიან თითქოს აქ ვიღაცამ ქონება და აზრის გამოხატვა დააყენა საპირწონეზე. მეორე ის, რომ ფაქტიურად აკრიტიკებენ სტრასბურგის გადაწყვეტილებას, რაზეც ჩვენ კატეგორიულად უნდა მოვითხოვოთ მთავრობისგან მკაფიო პოზიცია.

არ შეიძლება ერთი დღე გამოდიოდნენ და იძახდნენ სხვა და მეორე დღეს სხვას. საუბარია იმაზე, რომ დემოკრატია ილახება ამ პროცესით და სასამართლომ რაღაც არასწორად გააკეთა. ეს არის პრინციპული საკითხი არამხოლოდ ჩვენი დემოკრატიული განვითარებისთვის, არამედ საერთაშორისო პერსპექტივისთვის. ჩვენი ყველა მეგობარი წლების განმავლობაში გვაფრთხილებდა, რომ ეს არ გაგვეკეთებინა და მივიღეთ სილა სტრასბურგიდან. დღეს, ამ უგუნურ ხაზს ვაგრძელებთ, როდესაც მინისტრები და ევა გოცირიძე, ჩვენი კანდიდატი ფაქტიურად მუქარის გზავნილს აკეთებენ, რომ სტრასბურგი შეიძლება სხვანაირად მოხდეს’’,- განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

Comments
Loading...