- Advertisement -

ელენე ხოშტარია: რუსეთის ნაბიჯებს მწყობრი სტრატეგია უნდა დავუპირისპიროთ

503

"ეს არის რუსეთის მუდმივი ტაქტიკა. მოლაპარაკების წინ ქმნის პრობლემას, რომ მთელი ყურადღება იყოს ამ პრობლემაზე გადატანილი",-ამის შესახებ ევროპული საქართველოს წარმომადგენელი ელენე ხოშტარია საოკუპაციო ხაზთან ე.წ. საზღვრის გადმოწევასთან დაკავშირებით აცხადებს.

"ეს გახდა ჩვეულებრივი საკითხი. თითქოს შეჩვეულები ვართ, რომ რაღაც პერიოდულობით ეს უნდა მოხდეს. რუსეთს ჩვენ ვერ შევცვლით რა თქმა უნდა, მაგრამ ამის აღმოფხვრა და პრევენცია შეგვიძლია ბევრი აქტიური კონკრეტული ნაბიჯით როგორც ქვეყნის გარეთ, ისე შიგნით.

ზუსტად ამიტომ, ჩვენ რეაქციის რეჟიმში კი არ უნდა ვიყოთ რომ ეს მოხდება, უბრალოდ განცხადება გავაკეთოთ და მერე იქ მაგაზე ვიკამათოთ. ჩვენ უნდა გვქონდეს მწყობრი სტრატეგია რას ვუპირისპირებთ ამ ყველაფერს,’’ – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

Comments
Loading...