- Advertisement -

ელენე ხოშტარია: ყველა ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული

18

“თაბუკაშვილზე დაგვიდასტურეს: ზუკა ბერძენიშვილი, ბექა ბასილაია, გიგა მაქარაშვილი, ირაკლი ფავლენიშვილი, შოთა მათითაშვილი, ბიძინაშვილი, სურა ჯაფარიძე, ნიჟარაძე. აქვეა ომბუდსმენის თანამშრომელი და ნახავს მალე, გზაშია ედუარდ მარიკაშვილი, რომელიც დაიცავს მათ უფლებებს. ყველა ადმინისტრაციულით არის.
პს. ახლა გვითხრეს, რომ თაბუკაშვილზე არის 13 დაკავებული, 8-ის გვარი ვიცი, ახლა 4ს კიდე მეტყვიან, 3 არის კრწანისში, სავარაუდოდ ანა ცინო და გიორგი კაპანაძე კრწანისში არიან, რადგან აქ გოგო არ მოუყვანიათ”,-წერს ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში.
სპეცდანიშნულების რაზმმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენა. არსებული ინფორმაციით, ისინი კარვების დაშლას ცდილობენ.
გარდა ამისა, ამ დროისთვის დაკავებულები არიან გირჩის მმართველი საბჭოს ორი წევრი, ზურაბ (გირჩი) ჯაფარიძე და იმედა კლდიაშვილი.

Comments
Loading...