- Advertisement -

ელენე ხოშტარია: ჩხვირკიას დაკავება პოლიტიკური დევნის გაგრძელებაა

523

"ევროპული საქართველოს" წევრი, ელენე ხოშტარია ირაკლი ჩხვირკიას დაკავებას სოციალურ ქსელში ეხმიანება და აცხადებს, რომ მისი დაკავება პოლიტიკური დევნის გაგრძელებაა.

"ბათუმის მოვლენების დროს ენმ-ის პოზიცია იყო სრულიად უპასუხისმგებლო და არასწორი, ირაკლი ჩხვირკიას პოზიციაც პოლიტიკური და მოქალაქეობრივი სიბეცე. ჩვენ პრინციპულად გავემიჯნეთ ძალადობას და მიგვაჩნია, რომ ყველა პასუსიხმგებლობის მქონე ძალა ასე უნდა მოქცეულიყო.

თუმცა, ირაკლი ჩხვირკიას დაკავება ორგანიზატორად არის მიუღებელი და პოლიტიკური დევნის გაგრძელება. სირცხვილია მასზე გადატეხვა." – წერს ელენე ხოშტარია.

Comments
Loading...