- Advertisement -

ელენე ხოშტარია: ხელისუფლება პრობლემებზე საგნობრივი დებატისთვის მზად არ არის

496

მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველოს წევრი ელენე ხოშტარია პარლამენტში მპრეზიდენტის გამოსვლას აფასებს და აცხადებს, რომ მან ძირითადი აქცენტები სწორად დასვა. 

"ეს არ არის ჩვეულებრივი მოსმენა, ჩვენ ვიმყოფებით პირობებეში, როდესაც პრეზიდენტის მიმართ მთავრობის დამოკიდებულება არის აბსოლუტურად არადემოკრატიული, არ არის ამ ინსტიტუტის პატივისცემა, ამიტომ ჩვენ გვიკვირს ხოლმე ძალიან ნორმალური რაღაცები, მაგალითად ის, რომ პრემიერ მინისტრი ესწრება. ეს უკვე განსაკუთრებულად ითვლება და თავისთავად არანორმალური ვითარებაა.

ისაუბრა დემოკრატიის გამოწვევებზე, მათ შორის მედიაზე, მოსმენებზე. მან გააკეთა ძირითადი აქცენტები. მთავარი პრობლემა დღეს არის იმაში, რომ ხელისუფლების მხრიდან არ არის არანაირი მზაობა, რომ ამ პრობლემებზე შედგეს საგნობრივი დებატი. პარლამენტი არსებობს იმისთვის, რომ ჩვენ კი არ მოვისმინოთ, არამედ არსებითად ვისაუბროთ რა იქნება გამოსავალი. ეს არის საზოგადოების მოლოდინი. სამწუხაროდ, ხელისუფლების მხრიდან ამის მზაობა არ არსებობს.

როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ კრიმინალზე, გვეუბნებიან, რომ ეს არის მედიის მოგონილი თემა. როდესაც ვსაუბრობთ რუსთავი 2- ის პრობლემაზე, გვეუბნებიან, რომ ეს არის ოპოზიციის მოგონილი თემა. როდესაც ვსაუბრობთ, რომ ადამიანებს უჭირთ, მოაქვთ რაღაც სტატისტიკა და ამბობენ, რომ ესეც მოგონილი თემაა, ქვეყანა ყვავის და ყველაფერი მიდის კარგად. მთავრი პრობლემა არის ის, რომ ეს გამოსვლა ჩვენს ხელისუფლებას უნდა არა იმისთვის, რომ მართლა ვისაუბროთ პრობლემებზე, არამედ ამ გამოსვლის მიმართ არის ძალიან არასერიოზული. ჩვენთვის, როგორც ოპოზიციისთვის ყველაზე მთავარი არის, რომ ვისაუბროთ იმ თემებზე, რომელიც აწუხებს საზოგადოებას. არაერთხელ გაგვიკრიტიკებია პრეზიდენტი, მაგრამ აქ არ არის კინკლაობის დრო. აქ არის მთავარი ის, რომ ვისაუბროთ არსებითად იმ პრობლემებზე, რომელიც აწუხებს საზოგადოებას ეს არის ეკონომიკური პრობლემები, გაჭირვება, სოციალური პრობლემები, დაჩაგრული ჯგუფების პრობლემები და დემოკრატიის გამოწვევები,’’- განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

Comments
Loading...