''ევროპული საქართველოს'' წევრებმა და თბილისის მერობის კანდიდატმა ელენე ხოშტარიამ გვირგვინით შეამკეს საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი.
აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებიდან 25 წელი გავიდა. 1992 წლის 14 აგვისტოს დაწყებული ომი 13 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმის დაცემით დასრულდა.
ამასთან დაკავშირებით ''ევროპული საქართველოს'' წევრებმა და თბილისის მერობის კანდიდატმა ელენე ხოშტარიამ გვირგვინით შეამკეს საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი.
‘’დღეს, რა თქმა უნდა, უმძიმესი დღეა ქართული სახელმწიფოსთვის, როდესაც რუსეთის მორიგი აგრესიის შედეგად მოხდა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაცია. 100 ათასობით ადამიანი გამოყრილი იყო საკუთარი სახლებიდან, მოხდა ეთნიკური წმენდა და მათ დღემდე უწევთ იძულებით ცხოვრება უმძიმეს პირობებში. ერთადერთი გამოსავალი ჩვენი სახელმწიფოსთვის ეს არის ძალიან მტკიცე პოზიცია საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, რუსეთზე ზეწოლა და ჩვენს საერთაშორისო მეგობრებთან ერთად ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. იმიტომ, რომ 21-ე საუკუნეში დაუშვებელია, რუსეთს ეპატიოს სახელმწიფოებრიობის ნგრევა და ადამიანების ტანჯვა, რომელშიც ცხოვრობენ დღეს დევნილები, შეჭრა ტერიტორიებზე. ასეთი ტიპის აგრესიას ცივილიზებული სამყარო არ მიიღებს. ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ აუცილებლად უნდა ვიაროთ ვიაროთ მშვიდობიანად, რომ დავემშვიდობოთ ამ აგრესიას და ოკუპაციის წარსულს.’', განაცხადა ელენე ხოშტარიამ ‘’აიპრესთან’’.